Coldplay

კრის მარტინის თქმით, Coldplay მე-12 ალბომის გამოსვლის შემდეგ კარიერას დაასრულებს

Coldplay

ზეინ ლოუსთვის Apple Music 1-ზე მიცემულ ინტერვიუში Coldplay-ს სოლისტმა, კრის მარტინმა დაადასტურა, რომ შვიდგზის გრემის ჯილდოს მფლობელი ჯგუფი მე-12 სტუდიური ალბომის გამოსვლის შემდეგ კარიერას დაასრულებს.

"ამ ლიმიტის ქონა ნიშნავს, რომ ხარისხის კონტროლი ახლა ძალიან მაღალია"- თქვა კრის მარტინმა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ "ჰარი პოტერის მხოლოდ შვიდი ნაწილი არსებობს, ასევე ლიმიტირებულია Beatles-ის ალბომები [12 ½] და დაახლოებით იგივე ხდება ბობ მარლის შემთხვევაშიც - ყველა ჩვენი გმირის შემთხვევაში".

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც Coldplay-მ ეს ლიმიტი დაუწესა თავს, არის ის, რომ მარტინს სურს, მისმა ჯგუფელებმა შეძლონ თქვან "Viva la vida".

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი მე-12 პროექტის შემდეგ კარიერის დასრულებას გეგმავს, ეს არ ნიშნავს, რომ მათი თანამშრომლობა საბოლოოდ დასრულდება. მარტინმა ინტერვიუში თქვა, რომ სავარაუდოდ, ის გააგრძელებს მუშაობას გვერდითი პროექტების სახით მის ჯგუფელებთან ჯონი ბაკლენდთან, გაი ბერიმანთან და უილ ჩემპიონთან ერთად.

კომენტარები