Coldplay

Coldplay-მ ახალი ალბომის სიმღერების სია ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნა

http://campusghanta.com

Coldplay-მ ახალი ალბომის სიმღერების სია ადგილობრივი გაზეთის რეკლამის სვეტში გამოაქვეყნა.  

ორმაგი ალბომის, Everyday Life-ის სიმღერების სია Daily Post-ს საყოფაცხოვრებო ნივთების რეკლამის სვეტში არის განთავსებული, მის გვერდით კი ადგილს თივის, საწოლისა და მაცივრის რეკლამები იკავებს.  


ფოტო: BBC
ჯონი ბაკლენდი, Coldplay-ს წამყვანი გიტარისტი Twitter-ზე წერს, რომ Daily Post-ში მუშაობდა და გასაყიდი სახლების ფოტოებს ბეჭდავდა, თუმცა, როგორც ბაკლენდი ამბობს, "ამ საქმეში ძალიან კარგიც არ იყო". 

ჯგუფმა ახალი ორმაგი ალბომის გამოშვება გასულ კვირას დააანონსა. Coldplay-მ ორიგინალური გზა აირჩია-ფანებს საფოსტო ბარათები გაუგზავნა.  

"ბოლო 100 ან დაახლოებით ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით იმაზე, რასაც ქვია ყოველდღიური ცხოვრება/ განცხადებებში შეიძლება ჩაწეროთ 'იყიდება ორმაგი ალბომი, ძალზედ ფრთხილი მფლობელის/ერთ ნაწილს ქვია 'მზის ამოსვლა', მეორეს - 'მზის ჩასვლა'/ ის 22 ნოემბერს გამოვა",-ეწერა ბარათში.   

მანამდე, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში იდუმალი პოსტერები გამოჩნდა, სადაც Coldplay-ს წევრები 20-იანი წლების საქორწილო ბენდივით არიან გამოწყობილი, მათ გვერდზე კი ფრიდრიხ ნიცშეა გამოსახული. 

Coldplay-მ 2000 წლიდან დღემდე 3 ალბომი გამოუშვა. როკ-ბენდის ბოლო ალბომი 2016 წელს გამოშვებული "A head full of dreams" არის.

კომენტარები