მერაბ დვალიშვილი

დვალიშვილი: სახელმწიფოს მიერ გადმოცემულ მილიონს ქველმოქმედებისთვის გამოვიყენებ

ახლა ვნახე ინტერნეტში რომ შევედი, სახელმწიფომ მე და ილიას [თოფურია] გადმოგვცა მილიონი ლარი, რაზეც დიდი მადლობა და ამ თანხას გამოვიყენებ ქველმოქმედებისთვის, MMA-ს საქართველოში განვითარებისთვის.

ამ საჩუქარს სრულად გამოვიყენებ, რომ მოვახმარო ქველმოქმედებას, MMA-ს და სპორტის განვითარებას, რათა მეტი UFC-ის ქამარი, პრიზები და წარმატებები გვქონდეს ამ სპორტში, საერთოდ ჭიდაობაში და ჯიუჯიცუში.

თქვა UFC-ის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა. დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ამერიკელი მოქმედი ჩემპიონი, შონ ო’მალი 15 სექტემბერს დაამარცხა.

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, UFC-ის ქართველ ჩემპიონებს, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას გადაეცემათ ფულადი ჯილდო, თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით.

კომენტარები