მერაბ დვალიშვილი

დვალიშვილი: მჯერა დაუღალავი შრომის და არ მადარდებს, საიდან მოვდივარ, მიყვარხარ, საქართველო

არ მისცეთ არავის უფლება, დაგამცირონ და სათანადოდ არ დაგაფასონ. გჯეროდეთ საკუთარი თავის და ყველაფერია შესაძლებელი. მთელი მსოფლიო ჩემ წინააღმდეგ იყო, მე ფავორიტი არ ვიყავი, მაგრამ ეს სრულებით არ მადარდებდა, მჯერა დაუღალავი შრომის და არ მადარდებს, თუ საიდან მოვდივარ. მე საქართველოს სოფლიდან ვარ, ვმუშაობდი მშენებლობაზე და ჩემი თავის მჯეროდა. [...] ძალიან ვამაყობ ჩემი თავით. შემიძლია დღეს დავასრულო კარიერა და ბედნიერი მოვკვდები. მიყვარხარ, საქართველო! მადლობა, ამერიკა!

ამბობს UFC-ის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი. მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, რუსი მეტოქე, უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და ილია თოფურიას შემდეგ მეორე ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ის ქამარი დაიცვა. ქართველი მებრძოლისთვის ეს ზედიზედ მე-12 გამარჯვებაა, ჯამში კი უკვე 18 გამარჯვება აქვს.

კომენტარები