რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჰარისმა ზელენსკისთან შეხვედრისას თქვა, რომ იგი ომში უკრაინის გამარჯვებას უზრუნველყოფს

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Tom Brenner/Getty Images

26 სექტემბერს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით $8-მილიარდიანი დახმარება დააანონსა.

კამალა ჰარისმა, რომელიც 2024 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატია, განაცხადა, რომ იგი "ამ ომში უკრაინის გამარჯვებას უზრუნველყოფს".

ჰარისის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც მშვიდობის სანაცვლოდ უკრაინას ტერიტორიის დათმობისკენ მოუწოდებენ "დანებებას" უჭერენ მხარს. მან აღნიშნული განცხადება ტრამპთან მიმართებით გააკეთა, რომელმაც მანამდე ზელენსკი პუტინთან შეთანხმების არ მიღწევის გამო გააკრიტიკა.

"ჩვენს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები დადგა, როდესაც პუტინის მსგავს აგრესორებს წინ აღვუდექით". - თქვა ჰარისმა და დაამატა, რომ აშშ-ს დანარჩენი სამყაროსგან იზოლაცია არ შეუძლია.

კომენტარები