კალიფორნია

კაცი, რომელიც 6 წლის ასაკში კალიფორნიიდან გაიტაცეს, 73 წლის შემდეგ ცოცხალი იპოვეს

ლუი არმანდო ალბინო, 79 წლის (მარჯვნივ) და მისი უფროსი ძმა, როჯერი, 82 წლის (მარცხნივ)
Photograph: Alida Alequin

წარმოშობით პუერტორიკოელი ლუი არმანდო ალბინო, რომელიც 6 წლის ასაკში, 1951 წელს კალიფორნიის ერთ-ერთი გასართობი პარკიდან გაიტაცეს, 73 წლის შემდეგ ცოცხალი იპოვეს

კალიფორნიაში, ქალაქ ოუქლენდში მცხოვრებმა 63 წლის ალიდა ალეკინმა 79 წლის ბიძა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI), პოლიციისა და იუსტიციის დეპარტამენტის დახმარებით იპოვა.

ალეკინმა 2020 წელს გადაწყვიტა, რომ ონლაინ დნმ ტესტი "უბრალოდ, გართობის მიზნით" გაეკეთებინა. შედეგებმა აჩვენა, რომ მისი დნმ-ს 22% ერთ-ერთი მამაკაცის გენეტიკურ მონაცემებს ემთხვეოდა, რომელიც, საბოლოოდ, სწორედ მისი დაკარგული ბიძა აღმოჩნდა. 

ალეკინის ცნობით, ალბინო ყოფილი მეხანძრე და აშშ-ს საზღვაო ძალების ვეტერანია, რომელიც ვიეტნამში იბრძოდა. იგი მთელი ამ დროის განმავლობაში აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ შტატში ცხოვრობდა, რომელსაც ოჯახი არ აკონკრეტებს. 

1952 წლის 21 თებერვალს 6 წლის ალბინო და მისი უფროსი ძმა ოუქლენდში, ერთ-ერთ გასართობ პარკში თამაშობდნენ, როდესაც ალბინოსთან უცნობი ქალი მივიდა და ესპანურად უთხრა, რომ თუ იგი მას წაჰყვებოდა, ტკბილეულს უყიდდა. ამის ნაცვლად, ქალმა მცირეწლოვანი გაიტაცა და აღმოსავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ შტატში წაიყვანა, სადაც ალბინოს, როგორც საკუთარ შვილს, ისე ზრდიდა. 

73 წლის მანძილზე, ალბინო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მისი ბიოლოგიური დედა 2005 წელს გარდაიცვა, თუმცა, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მას იმედი არასდროს დაუკარგავს, რომ შვილს ცოცხალს იპოვიდა. 

"მადლობა, რომ მიპოვე" - უთხრა ბიძამ დისშვილს, როდესაც ისინი პირველად შეხვდნენ. 

კომენტარები