კალიფორნია

კალიფორნიაში, სადაც ქარიშხალს ელოდებიან, 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

CNN

კალიფორნიაში, სადაც ქარიშხალ ჰილარის ელოდებიან, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ოჰაიში, სანტა ბარბარასა და ვენტურას შორის იყო. ბიძგები იგრძნობოდა ლოს ანჯელესსა და გარშემო მდებარე დასახლებებშიც. ზოგიერთი ცნობებით, რყევები 20 წამის განმავლობაში გრძელდებოდა.

მიწისძვრას 3.6 და 3.1 მაგნიტუდის განმეორებითი ბიძგებიც მოყვა. ნგრევისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

კალიფორნიამდე ტროპიკული ქარიშხალი ჰილარი რამდენიმე საათში მიაღწევს. 20 აგვისტოს ტროპიკულმა ქარიშხალმა მექსიკაში, კალიფორნიის ნახევარკუნძულზე მდებარე შტატ ბახა კალიფორნიამდე მიაღწია, სადაც, ამჟამინდელი ცნობებით, 1 ადამიანია დაღუპული.

კომენტარები