2024 წლის აშშ-ის არჩევნები

ჯორჯიის შტატისთვის განკუთვნილ ტრამპის საარჩევნო რეკლამაზე საქართველოა გამოსახული

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის კამპანიის რეკლამაზე, რომელიც ჯორჯიის შტატის ამომრჩევლისთვის იყო განკუთვნილი, საქართველოა გამოსახული. 

"ყურადღებით ჯორჯია! მოკრძალებულად გთხოვთ, შეწყვიტოთ რასაც აკეთებთ და შეამოწმოთ თქვენი ამომრჩეველთა რეგისტრაციის სტატუსი. მცირე რაოდენობის ხმები გადაწყვეტს არჩევნების ბედს. ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ინფლაცია, დავიცვათ საზღვრები, შევამციროთ გადასახადები და ამერიკა კვლავ დავუბრუნოთ დიდება" – წერია ტრამპის რეკლამაზე. 

დონალდ ტრამპის საარჩევნო რეკლამა Facebook-დან უკვე წაშლილია. 

საარჩევნო რეკმალაზე დატანილი ფოტო Shutterstock-ზე იყიდება და მასზე სვანეთში გადაღებული კავკასიონის მთებია გამოსახული.

კომენტარები