ტრამპი ტრამპობს, ანუ ადასტურებს თავის რეპუტაციას: რას გაუგებ.
ნორმალურ ხალხს ნიშნავს საგარეო პოლიტიკის სფეროში (მარკო რუბიო, მაიკ უოლცი), მაგრამ გარეკილ გიჟ რობერტ კენედის აბარებს ჯანდაცვას, ხოლო ეროვნულ დაზვერვაში, ასევე შერეკილ ტულსი გაბარდს ნიშნავს (სხვათა შორის, ეს ორივე სულ ცოტა ხნის წინ დემოკრატი იყო და პირადად ტრამპის ბანაკში რამდენიმე თვის წინ გადაბარგდა).
გასაგებია, რომ ჩვენთვის და უკრაინისთვის პირველი ორი დანიშვნა უფრო მნიშვნელოვანი და, გარკვეულად, იმედისმომცემია.
დანარჩენი ვნახოთ.
რა ეშველება ამას? გავიმეორებ მთავარს: დემოკრატებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს კაცი აერჩიათ, ახლა იწუწუნონ.
ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პარტია აზრზე მოვიდეს და თავისი საბედისწერო შეცდომები აღიაროს. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არაფერი ეტყობათ.
სანამ ილაპარაკებენ იდიოტობებს, რომ ტრამპი ფაშისტია, ხოლო მისი ამომრჩევლები - რასისტები და ქალთმოძულეები, არაფერი ეშველებათ.