ჩინეთის ზოოპარკი

ჩინეთის ზოოპარკში დამთვალიერებლების მოსაზიდად ძაღლები პანდებივით მოხატეს

პანდებად მოხატული ძაღლები

ჩინეთის ზოოპარკში აღიარეს, რომ დამთვალიერებლების მოსაზიდად მათ ჩაუ-ჩაუს სახეობის ძაღლები პანდებივით მოხატეს

ზოოპარკის მენეჯერმა, ჰუანგმა თქვა, რომ ძაღლები ზოოპარკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

"ესენი არიან ჩაუ-ჩაუ ძაღლები, რომლებსაც ხატავენ (პანდაებად), რადგან ეს ჩვენი სპეციალობების ნაწილია". - თქვა მან.

ძაღლების მოხატვის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა სოციალურ ქსელებში "პანდას" ვიდეო გაავრცელა. 

CNN-ის ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინეთში ძაღლებს მთელი ერისთვის საყვარელი ცხოველის, პანდის ფერებში ხატავენ.

კომენტარები