ჩინეთის ზოოპარკი

ჩინეთის ზოოპარკი უარყოფს ბრალდებას, რომ მათი დათვები შენიღბული ადამიანები არიან

ჩინეთის ზოოპარკი უარყოფს ინტერნეტში გამოთქმულ ვარაუდებს, რომ აქ მცხოვრები ზოგიერთი დათვი შეიძლება კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანები იყვნენ მას შემდეგ, რაც მედიაში ადამიანების მსგავსად, ორ ფეხზე მდგარი ცხოველების ვიდეო და ფოტო მასალა გავრცელდა.

მნახველებმა ასევე შენიშნეს ცხოველის თავდაყირა პოზა, ისევე, როგორც ნაჭრის მსგავსი ბეწვის ნაკეცები მის ზურგზე, რაც დათვს უჩვეულო შესახედაობას აძლევს და აძლიერებს ეჭვებს, რომ შესაძლოა დათვის ნაცვლად, მნახველებს შენიღბული ადამიანი ესალმებოდეს.

"ზოგს ჰგონია, რომ ადამიანივით ვდგავარ. როგორც ჩანს, თქვენ ჩემი კარგად არ გესმით. ჩვენ, მალაიელი დათვები, მსოფლიოში ყველაზე პატარა დათვები ვართ". - წერია მალაიზიური დათვის, ანგელას პერსპექტივიდან გამოქვეყნებულ ხანგჭოუს ზოოპარკის თანამშრომლების განცხადებაში.

ხანგჭოუს ზოოპარკში ამტკიცებენ, რომ ისინი ამგვარ ხრიკებს არ მიმართავენ და ეჭვები დათვის ზომის სიმცირემ გააჩინა, რაც, სინამდვილეში, სრულად დამახასიათებელია ამ ჯიშის დათვისთვის, რომელიც უკანა ფეხებზე მდგარიც კი მაქსიმუმ 1.3 მეტრის სიმაღლის უნდა იყოს. 

კომენტარები