რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა კრივოი როგი დაბომბა, დაიღუპა 3, მათ შორის, 1 ბავშვი

Сергій Лисак/Telegram

21 სექტემბერს, გამთენიისას რუსებმა უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი კრივოი როგი დაბომბეს. ოკუპანტებმა იერიში საცხოვრებელ უბანზე ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს. 

დნიპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰიი ლისაკის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის, 12 წლის ბიჭი და 2 ქალი; დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის, 17 წლის ბიჭი, და 31 და 50 წლის მამაკაცები. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

კრივოი როგი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიური ქალაქია, რომელიც ხშირად ხდება ოკუპანტების თავდასხმის სამიზნე. 

უფრო ადრე, 20 სექტემბრის საღამოს რუსებმა იერიში მიიტანეს ხარკოვზეც. ოლქის პროკურატორის ცნობით, ოკუპანტებმა რუსული Su-34 ავიაგამანადგურებლით 3 მართვადი საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს. 

ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაშავდა 15 ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე რამდენიმე ბავშვი და მოზარდი. 

კომენტარები