რუსეთმა ქალაქ სუმიში მოხუცთა თავშესაფარზე მიიტანა იერიში. თავდასხმის შედეგად 70 წლის ქალი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაშავებულია 13 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპული ქალი თავშესაფრის მცხოვრები არაა. ის თავდასხმისას შენობასთან იმყოფებოდა.
მოხუცთა თავშესაფარი ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე დაიბომბა. შენობაში 221 ხანდაზმული ცხოვრობს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნა-გადარჩენის სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია. შენობიდან ევაკუირებულია 147 ადამიანი.





