ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 18 სექტემბერს პირობა დადო, რომ ჩრდილოეთ ისრაელიდან ევაკუირებულ ათეულობით ათას მცხოვრებს თავიანთ სახლებში დააბრუნებს.
ნეთანიაჰუმ აღნიშნული განცხადება იმ ფონზე გააკეთა, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ლიბანში მომხდარი მოწყობილობების აფეთქებების გამო, რაშიც ჰეზბოლა ისრაელს ადანაშაულებს, რეგიონში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა.
ამასთანავე, ვიდეომიმართვაში ნეთანიაჰუს არ უხსენებია ლიბანში მომხდარი პეიჯერებისა და პორტატიული რაციების აფეთქებები, რასაც ჰეზბოლას რამდენიმე წევრი ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი დაშავდა.
"მე უკვე ნათქვამი მაქვს, რომ ჩრდილოეთის მოქალაქეებს თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ დავაბრუნებთ და ზუსტად ასეც მოვიქცევით". - თქვა ისრაელის პრემიერმა.
-
როგორ აფეთქდა პეიჯერები, რის შედეგადაც ჰეზბოლას 8 ტერორისტი დაიღუპა, ათასობით კი დაიჭრა
-
პეიჯერების შემდეგ, ლიბანში ჰეზბოლას წევრების პორტატიული რაციებიც აფეთქდა
ცალკე განცხადებაში ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა განაცხადა, რომ ისრაელი ჩრდილოეთში, ლიბანის საზღვართან, დამატებით ძალებს გზავნის.
"გრავიტაციის ცენტრი ჩრდილოეთისკენ ინაცვლებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ძალებს, რესურსებსა და ენერგიას ჩრდილოეთისთვის გამოვყოფთ". - განაცხადა გალანთმა.





