სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის, გივი მიქანაძის თქმით, გუშინ წყალტუბოში ენმ-ს წარმომადგენელი როლანდ ნუცუბიძე მათი პარტიის ოფისში "მივარდა" და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, "ნერვიულობის ფონზე ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა".
"ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ეწევა და აგრძელებს ამას თავისი ჩვეული მეთოდებით" - თქვა მიქანაძემ.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





