რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შოლცი: უკრაინას დამატებით 17 ერთეულ IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადავცემთ

REUTERS/Fabrizio Bensch/ File Photo

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ ბერლინმა უკრაინისთვის დამატებით 17 ერთეული IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა შეუკვეთა.

გავრცელებული ცნობებით, გერმანიამ უკრაინას 7 ერთეული IRIS-T-ის სისტემა უკვე მიაწოდა. მომდევნო 4 ერთეულს უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებს, დარჩენილი სისტემები კი მომდევნო წლის ბოლომდე გადაეცემა.

შოლცის თქმით, IRIS-T-ის სისტემები უკრაინის თავდაცვის ძალებს 250-ზე მეტი რაკეტის და სხვადასხვა ტიპის დრონების მოგიერიებაში უკვე დაეხმარა და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

"ეს აჩვენებს, რომ უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა არ იკლებს". - დაამატა გერმანიის კანცლერმა.

ამავდროულად, შოლცის თქმით, გერმანია 6 ერთეულ IRIS-T-ის სისტემას საკუთარი თავდაცვის ძალებისთვისაც შეიძენს, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ინიციატივასი, რომელიც 21 ქვეყანას აერთიანებს.

"This shows that German support for Ukraine is not letting up," Scholz stressed.

კომენტარები