არჩევნები 2024

ვაშაძე: უახლოეს დღეებში გაგაცნობთ 5-პუნქტიან გეგმას, როგორ ვაპირებთ ქვეყნის ფეხზე დაყენებას

ჩვენ გთავაზობთ ევროკავშირის პასპორტს. ჩვენ გთავაზობთ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, რომ მინიმალური ხელფასი იყოს 1 500 ლარი, საშუალო ხელფასი - 3 500 ლარი. ჩვენ გთავაზობთ 14 მილიარდის მოტანას საქართველოში. ჩვენ გთავაზობთ კეთილდღეობას, უბრალოდ ბედნიერად, ნორმალურად რომ ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის შემოთავაზება, რომელიც არის ჩვენგან.

ხაზავ 41-ს? ნიშნავს, რომ ირჩევ სიღარიბეს, სიღატაკეს იზოლაციაში. ხაზავ 5 ნომერს? ირჩევ კეთილდღეობას ევროპაში. მართლაც ვფიქრობ, რომ ასეთი დიდი შანსი ჩვენ არ მოგვცემია უახლოესი პერიოდის განმავლობაში.

ჩვენ უახლოეს დღეებში გაგაცნობთ 5-პუნქტიან დეტალურ გეგმას, თუ როგორ ვაპირებთ დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე, როგორ ვაპირებთ ოჯახები გავაერთიანოთ, როგორ ვაპირებთ უკან დავაბრუნოთ ემიგრანტები, როგორ ვაპირებთ სამუშაო ადგილები შევქმნათ, როგორ ვაპირებთ პენსიები გავზარდოთ. ამას ჩვენი პროფესიონალების გუნდთან ერთად წარმოგიდგენთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იმისათვის, რომ ცალსახა და ცხადი იყოს არჩევანი, რის წინაშეც ვდგავართ: სიღატაკე იზოლაციაში, თუ განვითარება, კეთილდღეობა ევროპაში. ასეთი მკაფიო არასდროს ყოფილა არჩევანი.

თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კოალიციის საარჩევნო დაპირებების პრეზენტაციისას.

კომენტარები