ბუჩამდე იყო აფხაზეთი

დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი - ფილმს 4 სექტემბერს ბერნში აჩვენებენ

4 სექტემბერს, შვეიცარიის ქალაქ ბერნში გაიმართება ჩვენება ფილმისა “დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი”. ქართველი დევნილების ისტორიებს და ფაქტებს რუსეთის დანაშაულების შესახებ ახლა უკვე შვეიცარიაში გაეცნობიან. ორგანიზატორები არიან თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება.

"ჩვენ გვჭირდება, გავაფართოვოთ საერთაშორისო კონსენსუსი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ იმისთვის, რომ შევძლოთ საქართველოს დეოკუპაცია და დევნილების დაბრუნება" - წერს თავისუფლების ინსტიტუტი.

ახალი ფილმის - დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი - პრემიერა 7 აგვისტოს, აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზე გაიმართა. ფილმი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ქართველთა გენოციდის მტკიცებულებებსა და გადარჩენილი მსხვერპლის ისტორიებს გადმოსცემს. 

ფილმის ჩვენებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ესწრებოდნენ. 

კომენტარები