ბუჩამდე იყო აფხაზეთი

გერმანიის ელჩი ბუჩამდე იყო აფხაზეთზე: მოვისმინეთ ჩვენებები საზარელი დანაშაულების შესახებ

გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ეხმიანება თავისუფლების ინსტიტუტისა და აფხაზთა კრების მიერ გამართულ კინოჩვენებას დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი და პრემიერაზე გადაღებულ ფოტოსურათებს აქვეყნებს. 

"[აქ] პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ვუყურებ თავისუფლების ინსტიტუტის მიერ წარდგენილ ფილმს - ბუჩამდე იყო აფხაზეთი.

ჩვენ მოვისმინეთ ჩვენებები სისასტიკის, არაადამიანურობისა და საზარელი დანაშაულების შესახებ, რომლებიც საქართველოში რუსმა სამხედროებმა და მათმა მოკავშირე ძალებმა 1992-1993 წლებში ჩაიდინეს" - წერს ფიშერი X-ზე. 

7 აგვისტოს, აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზე, თავისუფლების ინსტიტუტმა და აფხაზთა კრებამ გამართეს პრემიერა ახალი ფილმისა - დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი. 

ფილმი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ქართველთა გენოციდის მტკიცებულებებსა და გადარჩენილი მსხვერპლის ისტორიებს გადმოსცემს. 

ფილმის ჩვენებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ესწრებოდნენ. 

კომენტარები