ბუჩამდე იყო აფხაზეთი

დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი - 7 აგვისტოს ახალი ფილმის პრემიერა გაიმართება

7 აგვისტოს, აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზე, თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება გამართავს პრემიერას ახალი ფილმისა - დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი.

ფილმი ასახავს რუსეთის ჩადენილ დანაშაულებებს, ქართველთა გენოციდის მტკიცებულებებს და გადარჩენილი მსხვერპლის ისტორიებს.

"რუსეთის მიერ საქართველოში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის საზარელი მასშტაბი სათანადოდ არც ჩვენს საზოგადოებას აქვს გაცნობიერებული და არც საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს. იმისთვის, რომ ქართულმა დემოკრატიამ მტერზე გაიმარჯვოს, ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად უნდა იცოდნენ, ვინ არის მტერი. იმიტომ, რომ დემოკრატიის წარმატება ინფორმირებულ მოქალაქეებზე დგას, რომელთაც იოლად ვერ მოატყუებ.

აგვისტოს ომის დროს ბოროტების იმპერიის გაჩერება დასავლელი მეგობრების ჩართულობით შევძელით. ფილმი აჩვენებს, რა დაგვმართა რუსეთმა, როდესაც მარტო ვიყავით, საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე.

ჩვენ მიზნად ვისახავთ, მივცეთ პლატფორმა მათ, ვისი ხმაც ჩაახშვეს ცივი ომის დამთავრებით გამოწვეული ეიფორიის პროცესში; გვსურს, აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა და გავავრცელოთ ცოდნა კრემლის ჭეშმარიტ ბუნებაზე, რომელიც ვლადიმერ პუტინის მმართველობამდეც უცვლელი იყო, და მივაღწიოთ ამ დანაშაულებების სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას" - წერს თავისუფლების ინსტიტუტი.

კომენტარები