რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბორელი: EU-მ უარი თქვა უკრაინელი სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე გაწვრთნაზე

ჯოზეფ ბორელი  
European Union  

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირმა უარი თქვა კიევის თხოვნაზე, გაწვრთნას უკრაინელი სამხედროები უკრაინაში, თუმცა, მათ უკრაინის ტერიტორიასთან მაქსიმალურად ახლო მოამზადებს.

როგორც Reuters-მა აღნიშნა, კიევმა ევროკავშირს სთხოვა, გარკვეული წვრთნების უკრაინის ტერიტორიაზე ჩაეტარებინა იმ არგუმენტით, რომ ეს უფრო სწრაფი, ეკონომიკურად ეფექტიანი და ლოგისტიკურად უფრო მარტივი იქნებოდა. ბორელის თქმით, ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფო ამ ინიციატივის წინააღმდეგი იყო.

"უკრიანაში მომზადება – რატომაც არა? ისინი იქნებოდნენ უფრო ახლოს იმ გარემოსთან, სადაც მათ ბრძოლა მოუწევდათ. ეს უფრო შესაბამისი იქნებოდა. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო იყო მზად იყო, ზოგი კი წინააღმდეგი. საბოლოოდ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წვრთნა მოხდება უკრაინასთან რაც შეიძლება ახლოს, თუმცა, არა უკრაინის ტერიტორიაზე". - თქვა ბორელმა.

ამასთან, ბორელის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირში მომზადება 60 000-მდე უკრაინელმა სამხედრომ გაიარა, მინისტრები კი შეთანხმდნენ, რომ წლის ბოლომდე კიდევ 15 000-მდე სამხედროს გაწვრთნა იგეგმება.

კომენტარები