რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ სარატოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა.
სარატოვის ოლქის გუბერნატორის, რომან ბუსაგინის თქმით, ქალაქ სარატოვში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რამდენიმე დრონი ჩამოაგდო. ნამსხვრევებმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, დაშავებულია 4 ადამიანი.
იერიშის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი სარატოვში, მრავალსართულიანი შენობა ენგელსში და 4 კერძო სახლი დასახლება პრიბრეჟნიში.
ტელეგრამ არხ Baza-ს ტელეგრამში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ სარატოვსა და ენგელსში შენობები დრონებმა და არა ნამსხვრევებმა დააზიანა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით 26 აგვისტოს საჰაერო თავდაცვის ძალებმა, სარატოვის, კურსკის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ტულას, ორლოვის, რიაზანის ოლქებში 20-მდე უკრაინული დრონი გაანადგურა.





