21 აგვისტოს ჩიკაგოში, ისრაელის საკონსულოსთან, პროპალესტინურ დემონსტრაციაზე პოლიციასთან შეტაკებებს ათეულობით პირის დაკავება მოჰყვა მაშინ, როცა ქალაქში დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის მეორე დღე მიმდინარეობდა.
დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება საპროტესტო აქციის დაწყებას მალევე მოჰყვა, რადგან პოლიციამ დემონსტრანტებს მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცა, რის გამოც მომიტინგეებმა პოლიციის ხაზის გარღვევა სცადეს.
ეროვნული ადვოკატების გილდიის ჩიკაგოს განყოფილებაში განაცხადეს, რომ პოლიციამ გამოსვლებზე, სულ მცირე, 72 ადამიანი დააკავა.
ჩიკაგოს პოლიციის უფროსის, ლარი სნელინგის თქმით, ისრაელის საკონსულოსთან დემონსტრანტები "ვანდალიზმისა და ძალადობის აქტების ჩადენის განზრახვით გამოვიდნენ". ამასთანავე, მან განვითარებულ მოვლენებს "ქალაქისთვის საშიში" უწოდა.
საპროტესტო აქციების საღამოს პროპალესტინელმა დემონსტრანტებმა ქუჩაში ამერიკის დროშა დაწვეს, ხოლო როდესაც მათ ისრაელის საკონსულოსკენ მსვლელობა დაიწყეს პოლიციამ მათ "მყისიერად დაშლისკენ" მოუწოდა.
ოქტომბრის თვეში ღაზის სექტორში ჰამას-ისრაელის ომის დაწყებიდან დღემდე ისრაელის საკონსულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დემონსტრაცია გაიმართა.





