12 წლის განმავლობაში, ქართული ოცნების მთავრობამ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშალა და საქართველოს ეკონომიკა დაანგრია. მათი მმართველობის დროს, მოქალაქეები გაღარიბდნენ, ფასები გაზრდილია, ხელფასები კი დაბალი და ქვეყანა მოსახლეობისგან იცლება. თუ ასე გავაგრძელებთ, ძალიან მალე ჩვენ ქვეყანა აღარ გვექნება.
მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად მცირდება და ჩვენი სახელმწიფო არშემდგარი, დისფუნქციური ქვეყანა ხდება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქვეყანა და ხალხი გავაერთიანოთ, ქართული ოცნება დავამარცხოთ, პარტნიორებთან მეგობრული ურთიერთობები აღვადგინოთ და კვლავ აღმშენებლობის გზაზე დავდგეთ. არჩევნებში ერთიანობის კოალიციის გამარჯვების შემდეგ, ჩვენ მილიარდობით დოლარის დასავლურ ინვესტიციებს მოვიზიდავთ, რომლითაც შევქმნით მაღალანზღაურებად სამუშაო ადგილებს, ევროპული დონის პენსიებს და საქართველოს ეკონომიკას გადავტვირთავთ ისე, რომ ოჯახები გაერთიანდნენ და დღეს უცხოეთში სამუშაოდ წასული ადამიანები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.





