18 აგვისტოს ღამეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 5 რუსული რაკეტა და 8 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.
"2024 წლის 18 აგვისტოს, მტერმა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე დრონებით უკრაინაზე იერიში მიიტანა. საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შედეგად განადგურებულია:
- 1 ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტა;
- 2 ბალისტიკური რაკეტა KN-23;
- 2 მართვადი საავიაციო რაკეტა X-59;
- 8 შაჰედის ტიპის დრონი;
გარდა ამის გაშვებული იყო 3 ფრთოსანი რაკეტა, რომლებმაც სამიზნეებს ვერ მიაღწიეს". – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში.
რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





