უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმმა, კურსკის ოლქში 102 რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანა. ინფორმაციას უკრაინული მედიები სპეცსამსახურებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
წყაროს თქმით, ტყვედ აყვანილია 488-ე მოტომსროლელი საგვარდიო პოლკის ჯარისკაცები და სპეცრაზმ ახმატის წევრები.
14 აგვისტოს ტყვეების აყვანის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ.
სამხედრო ფორმირება ახმატის მეთაური, აპტი ალაუდინოვი ამბობს, რომ არც ერთი ახმატელი ტყვედ არ ჩავარდნილა.
რუსი ტყვეების შესახებ ილაპარაკა ასევე ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მისი თქმით, "თითოეულ სამხედროს ჰუმანურად მოექცევიან, ასეთი კარგი პირობები მათ რუსულ ჯარშიც არ ჰქონიათ".
ადამიანის უფლებების საკითხში უკრაინის რადის რწმუნებულმა, დმიტრი ლუბინეცმა თქვა, რომ ტყვეების გაცვლის საკითხზე რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა დაუკავშირდა.