გერმანია

გერმანიაში სამხედრო ბაზა სასმელი წყლის სავარაუდო მოწამვლის გამო დროებით დაიკეტა

Roberto Pfeil/dpa/picture alliance

გერმანიაში კიოლნი-ვანის სამხედრო ბაზა სასმელი წყლის სავარაუდო მოწამვლის გამო დროებით დაიკეტა. ამ სამხედრო ბაზაზე დასავლეთ გერმანიაში ათასობით სამხედრო თუ სამოქალაქო პირი მსახურობს

14 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხედრო ბაზაზე შესაძლოა მიზანმიმართული საბოტაჟის ოპერაცია განხორციელდა და წყალი მოწამლეს. როგორც წესი, კიოლნი-ვანის სამხედრო ბაზაზე ასევე განთავსებულია ის თვითმფრინავი, რომლითაც გერმანიის კანცლერი სარგებლობს. 

გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, სამხედრო ბაზის თანამშრომლებს 14 აგვისტოს შეატყობინეს, რომ არ დაელით წყალი ბაზის ტერიტორიაზე, რომელიც მათი აზრით, მოწამლული იყო. სამართალდამცავებმა ბაზის ღობეზე დაზიანებული ნაწილიც იპოვეს, საიდანაც, შესაძლოა, წყლის მოწამვლა მოახერხეს. როგორც ცნობილია, ამ საქმეს პოლიცია, სამხედრო პოლიცია და სამხედრო დაზვერვის სააგენტო იძიებს. 

ამჟამად, სამხედრო ბაზაზე შესვლა ან იქიდან გამოსვლა აკრძალულია და პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს. 

კომენტარები