იემენში წყალდიდობას 57 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გაეროს ცნობით, ათასობით ადამიანი წყალდიდობის გამო იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილის შეეცვალა და სულ წყალდიდობა 34 000 ოჯახს შეეხო.
იემენში ძლიერი წვიმები ივნისში დაიწყო და მცირე პაუზის შემდეგ აგვისტოში გაგრძელდა. გაეროს ჰუმანიტარული ოფისის ცნობით, წყალდიდობამ კიდევ უფრო გაართულა იემენში არსებული ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა. იემენში სამოქალაქო ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს.
წყალდიდობა შეეხო ჰოდეიდას, ჰაჯას, ტაიბის და მარიბის რეგიონებს. აღსანიშნავია, რომ ჰოდეიდას პროვინციას ირანის მარიონეტული ძალა, ჰუსიტები აკონტროლებენ. დამოუკიდებელმა იემენურმა გამოცემა Al-Masdar Online-მა ჰოდეიდას პროვინციაში წყალდიდობით გამოწვეული ზიანის დამალვაში ჰუსიტები დაადანაშაულა.
"კატასტროფის მასშტაბი და ჰუმანიტარული საჭიროებები უზარმაზარია" - თქვა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის იემენის მისიის უფროსმა მეტ ჰუბერმა.