ჰუსიტებმა იემენში გაეროს 9 თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ, იემენის საერთაშორისოდ აღიარებულმა მთავრობამ დაადასტურა. როგორც ცნობილია, გაეროს თანამშრომლების გარდა ჰუსიტებმა ასევე დააკავეს სხვა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების, მათ შორის აშშ-ს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თანამშრომლებიც.
გაეროს დაკავებული თანამშრომლები იემენში ადამიანის უფლებათა დაცვის და ჰუმანიტარული დახმარების ოფისებში მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჰუსიტების დაზვერვის ჯგუფებმა დაარბიეს და გაჩხრიკეს დაკავებულების სახლები და სამუშაო ადგილები, ასევე ამოიღეს ტელეფონები და კომპიუტერები.
ჰუსიტების წარმომადგენლებს ამ შემთხვევის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებიათ.