საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

კურსკის ოლქის კიდევ ერთ რაიონში ევაკუაცია გამოცხადდა

მოსახლეობის ევაკუაცია კურსკის ოლქიდან, 11 აგვისტო, 2024 წელი
RFI

რუსეთში, კურსკის ოლქში ბელოვსკის რაიონში, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, ევაკუაცია გამოცხადდა.

ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელოვსკში შევიდა.

"ვინც ჯერ კიდევ დარჩა ტერიტორიაზე, თხოვნა გვაქვს დატოვონ რაიონი". – წერს რაიონის ადმინისტრაციის უფროსი ნიკოლაი ვოლობუევი.

ბელოვსკის მოსახლეობამ საკუთარი ნებით ევაკუაცია ჯერ კიდევ 10 აგვისტოს დაიწყო. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბელოვსკში უკრაინის შეიარაღებული ძალები შეჩერებულია.

კურსკის რეგიონში ასევე ევაკუირებულია სუჯისა და რილსკის მოსახლეობა.

12 აგვისტოს დილას ევაკუაცია გამოცხადდა ბელგოროდში, კრასნოიარუჟსკის რაიონში.

კომენტარები