სახალხო დამცველის აპარატი

ომბუდსმენი გაეროს წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს, 9 აგვისტოს, ომბუდსმენი, ლევან იოსელიანი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროს მრჩეველს, ვლადიმერ შკოლნიკოვს შეხვდა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანმა გაეროს წარმომადგენლებთან ერთად,  საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის, ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმის აღსრულების და ასევე, ბავშვების, ქალების და შშმ პირების საკითხები განიხილა

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა საქართველოში ფემიციდის სტატისტიკას და აღნიშნა, რომ ქალთა მკვლელობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები გაძლიერებას საჭიროებს.

კომენტარები