რუსეთი

რუსი სენატორი, დმიტრი საველიევი მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს

РИА Новости

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორი, დმიტრი საველიევი მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. 

ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია, РИА Новости წერს

რუსეთის გენერალური პროკურატორის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი ივანოვმა ეს ინფორმაცია დაადასტურა. 

სანამ სენატორს სამართალდამცავები დააკავებდნენ, მას ხელშეუხებლობა ჩამოართვეს.

"მოქმედ კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით რუსეთის გენერალური პროკურორმა იგორ კრასნოვმა ფედერაციის საბჭოს სენატორ დმიტრი ვლადიმიროვიჩ სელავიოვისთვის ხელშეუხებლობის ჩამორთმევის მოთხოვნაზე მიმართა, რაც მკვლელობის ორგანიზებაში მისი ჩართულობის დადგენას ეხება". - წერია განცხადებაში, რომელიც სამთავრობო მედია РИА-ს მიაწოდეს.

საველიევი ფედერაციის საბჭოს წევრი 2016 წელს გახდა, მანამდე კი სახელმწიფო დუმის მეექვსე მოწვევის დეპუტატი იყო.

კომენტარები