რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინაში მცხოვრები რუსი ოპოზიციონერის სახლს რუსული დრონი მოხვდა

ილია პონომარიოვი
Befunky

რუსეთმა უკრაინაში მცხოვრები რუსი ოპოზიციონერის, ილია პონომარევის სახლზე კამიკაძე დრონებით იერიში მიიტანა.

"როგორც ჩანს, დღეს მეორე დაბადების დღე მქონდა. თავდასხმის რიგით მეხუთე მცდელობა განსაკუთრებით არასტანდარტული და გაცილებით შედეგიანი აღმოჩნდა. დეტალებს მოგვიანებით დავწერ". – წერს სოციალურ ქსელ X-ში პონომარევი.

პოლიტიკოსმა და მისმა ცოლმა დაზიანებები მიიღეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

ილია პონომარევი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც 2014 წლიდან ემიგრაციაში ცხოვრობს. ოპოზიციონერმა 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ მისცა ხმა, რამდენიმე თვეში ის აშშ-ში გაემგზავრა, სადაც 2 წელი ცხოვრობდა. 2015 წლის აპრილში პონომარევს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა, იამვე წლის ოქტომბერში ყოფილ დეპუტატს დაუსწრებლად პატიმრობა მიესაჯა. 2016 წლიდან ცხოვრობს უკრაინაში, მიღებული აქვს მოქალაქეობა. 

კომენტარები