29 ივლისის დილას, გერმანიის ქალაქ ლუდვიგსჰაფენში, კომპანია BASF-ის ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. გერმანული მედია SWR-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
აფეთქებისა და ხანძრის შესახებ დაახლოებით დღის 12 საათისკენ გახდა ცნობილი. თვითმხილველებმა შენობის თავზე კვამლის დიდი მასა დაინახეს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა, პოლიცია და გარემოსდაცვითი ინსპექცია მალევე მივიდა.
აფეთქების მიზეზი ამჟამად უცნობია. ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:00 საათისთვის უკვე ლიკვიდირებული იყო.
ხანძრის შედეგად წარმოქმნილი კვამლის გაზების გამო ადგილობრივ და ქალაქის შემოგარენში მცხოვრებ მოსახლეობას ფანჯრებისა და კარების გარკვეული დროით დაკეტვა სთხოვეს.





