რუსეთი

რუსეთში ავიგამანადგურებელი Су-34 საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა

СУ-34
Pravda.ukr

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში Су-34 ტიპის ავიაგამანადგურებელ-ბომბდამშენი საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება

"სერაფიმოვიჩის რაიონის მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში ფოტოებსა და ვიდეოებს ავრცელებენ, რომლებშიც ტყის ზემოთ კვამლი ჩანს". - წერს რუსული მედია Baza.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოასწრო და პილოტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ვარდნის წინასწარ მიზეზად ტექნიკური ხარვეზი სახელდება. 

ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, РИА Новости-ც ავრცელებს.

კომენტარები