აშშ-ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე საქართველოსა და მოლდოვაში ჩანიშნული არჩევნების შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯოშუა ჰაკმა საქართველოში მიღებულ რუსულ კანონზე ისაუბრა და უპასუხა დეზინფორმაციის კამპანიას იმის შესახებ, რომ უცხოეთის გავლენის შესახებ კანონი აშშ-ს უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) მსგავსია.
"პირველ რიგში, FARA ან ასხვავებს არამომგებიან და მომგებიან ორგანიზაციებს. ქართული კანონის სამიზნეა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციები. ეს პირველი პრობლემაა. მეორე, ამერიკული კანონი გამორიცხავს მედია ორგანიზაციებს, თუ კომპანიის მმართველობა ამერიკულია. ქართული კანონი ამას არ ასხვავებს, პირიქით, მედია პირდაპირ სამიზნეა, რასაც იქ დამოუკიდებელ მედიაზე სერიოზული ეფექტი აქვს. დამატებით, FARA-ს კანონი ეფუძნება ორგანიზაციის ქმედებებს, რამდენად არის ის პირდაპირ მართული უცხოეთიდან, ქართული კანონი არც ამას ასხვავებს, ის მხოლოდ აკვირდება, თუ საიდან მოდის უცხოური დაფინანსება." - თქვა ჯოშუა ჰაკმა.
ჰაკის თქმით, ქართული ოცნებისგან ეს ბრალდება ხშირად მოუსმენიათ და ამ ორ კანონს შორის განსხვავების გამოსაყოფად მან გაიხსენა ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც დეტალურადაა განხილული კანონის სამართლებრივი მხარეები.
ამას გარდა, ჯოშუა ჰაკმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონი ჰგავს რუსულ კანონს, არა მხოლოდ ფორმით, არამედ კანონის მიზნით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა.





