აშშ

აშშ-ს საიდუმლო სამსახურის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ს საიდუმლო სამსახურის დირექტორი კიმბერლი ჩიტლი თანამდებობიდან გადადგა. ჩიტლიმ ამ გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების სამსახურის შეცდომები დაასახელა, რის გამოც პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა განხორციელდა.

კიმბერლი ჩიტლი ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2022 წელს წარადგინა. ბაიდენმა ჩიტლის წარდგენაზე თქვა, რომ ის და მისი ოჯახი მის განსჯას და რჩევებს სრულად ენდობა. კიმბერლი ჩიტლი უსაფრთხოების სამსახურში სამი ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა. 

ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა, რომელთანაც საიდუმლო სამსახურის დირექტორი ანგარიშვალდებულია, ალეხანდრო მაიორკასმა თქვა, რომ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა უსაფრთხოების სამსახურის მარცხი იყო.

კიმბერლი ჩიტლის როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი კონგრესმენები აშშ-ს საიდუმლო სამსახურის დირექტორს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. თავად კიმბერლი ჩიტლმა აღიარა, რომ მისმა სამსახურმა ვერ შეძლო საკუთარი მისიის შესრულება - ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სათანადოდ დაცვა. ეს 13 ივლისს ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებული პირველი მოსმენა იყო. პროცესი რამდენიმე საათი გაგრძელდა. ჩიტლმა ტრამპზე თავდასხმას ბოლო ათწლეულებში საიდუმლო სამსახურის "უდიდესი ოპერაციული ჩავარდნა" უწოდა. სამსახურის დირექტორმა პირობა დადო, რომ "ცასა და დედამიწას გადადგამს", რათა გაარკვიოს რა ვერ შეასრულეს სათანადოდ და მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

კომენტარები