რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

დონეცკის ოლქში რუსეთის თავდასხმებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 22

რუსეთის შეიარაღებული ძალების 2С5 Гиацинт-С-ი დონეცკის მიმართულებით
РИА/Евгений Биятов

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 12 ივლისს რუსულ სარაკეტო თავდასხმებს დონეცკის ოლქის ქალაქებში, მირნოგრადსა და კოსტიანტინივკაში, 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 22.

მირნოგრადში, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ქალაქი დონეცკიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე დასახლებაში, რუსული რაკეტა ადმინისტრაციულ შენობასთან და ავტობუსის გაჩერებასთან ჩამოვარდა.

ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ კოსტიანტინივკაში რუსული რაკეტა საწარმოს მოხვდა. რუსული ძალები თავს დაესხნენ ქალაქ ლიმანსაც, სადაც 7 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, 12-13 ივლისის ღამეს რუსეთი უკრაინას 5 Shahed-131/136 დრონითაც დაესხა თავს. მათგან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხის ჩამოგდება შეძლო, მეხუთემ კი უკრაინის საჰაერო სივრცე დატოვა და ბელარუსისკენ გაფრინდა.

კომენტარები