ბორის ჩელე ყურუა

ყურუა აშშ-ს გადაწყვეტილებაზე: ეს არის პირდაპირი დარტყმა ქართულ ოცნებაზე

ქართველი ხალხი უნდა იყოს მადლობელი თავისი სტრატეგიული პარტნიორის, რადგან ეს არის პირდაპირი დარტყმა ქართულ ოცნებაზე და იმ ხელისუფლებაზე, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს.

შესაბამისად, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ თუ ჩვენ გვეყოლება ნორმალური ხელისუფალი, არ გვექნება ერთპარტიული მმართველობა, ჩვენს ხელისუფლებაში არ იქნებიან დასანქცირებული ადამიანები, მაშინ ჩვენი და აშშ-ს ურთიერთობა წავა წინ.

გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი ბორის-ჩელე ყურუა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ და თეთრ სახლში შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორის, მაიკლ კარპენტერის განცხადებას გამოეხმაურა. 

კარპენტერის თქმით, ამ მომენტში, საქართველოსთან აშშ-ს ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია.

კომენტარები