ბორის ჩელე ყურუა

ყურუა: 500-ლარიან ჯარიმაზე გადაწყვეტილების ჩაბარების ნაცვლად, ანგარიშები დამიყადაღეს

თვეების წინ სასამართლომ ადმინისტრაციული წესით, ქუჩის გადაკეტვისთვის, ყველანაირი მტკიცებულების გარეშე დამიწერეს 500-ლარიანი ჯარიმა, ბევრ ადამიანს დაუწერეს ამგვარი ტიპის ჯარია. შესაბამისად, არ ჩაგვაბარეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც უნდა გადაგვეხადა ეს კონკრეტული ჯარიმა.

გავიდა თვეები და გადაწყვეტილების ჩაბარების ან დაკონტაქტების ნაცვლად, პირდაპირ მომივიდა წერილი, რომ დამიყადაღეს ანგარიშები და 50 ლარი დაამატეს იმას, რაც მქონდა დაკისრებული. ჯერ ერთი, რომ ეთქვათ თავის დროზე, რა თქმა უნდა, გადავიხდიდი და 50 ლარის დამატებით გადახდა არ მომიწევდა, თუმცა ესეც მიუთითებს იმაზე, რომ მე ქართული ოცნების მომხრე ან მხარდამჭერი რომ ვიყო ასე არ მოიქცეოდნენ, ასე ექცევიან იმ ადამიანებს, რომლებიც მათ არ მოსწონთ.

თქვა კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა, ბორის ჩელე ყურუამ, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე გზის გადაკეტვის ბრალდებით დააჯარიმეს.

კომენტარები