ენმ

ვაშაძე: ჩვენი სახელია ერთიანობა, ჩვენი ნომერია 5

კადრი ვიდეოდან/ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი პოლიტიკური პლატფორმის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ პლატფორმის საარჩევნო ნომერი 5-იანი იქნება.

"ვაფუძნებთ ერთიანობის დიდ, გამარჯვების ლოდს, რომელმაც 26 ოქტომბერს, უნდა მიგვიყვანოს გამარჯვებამდე. დიახ, ჩვენი სახელწოდებაა ერთიანობა, ჩვენი ნომერია 5 ნომერი, ჩვენი ლოგოა ხელის ჩამორთმევა. ჩვენ ხელს ვართმევთ, ხელს ვუწვდით აბსოლუტურად ყველას საქართველოში". - თქვა ვაშაძემ.

ენმ-ს ახალ პოლიტიკურ პლატფორმას უერთდებიან დეპუტატები თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი, ასევე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე.

კომენტარები