არჩევნები 2024

კუპრაძე: მათ შორის, მოლაპარაკებები გვაქვს ახალთან და გირჩი-დროასთან

ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან და მათ შორის, პოლიტიკურ აქტორებთან - პარტიების გარდა, საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ინდივიდებთან და ა.შ. იმედი გვაქვს, ეს მოლაპარაკებები უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში დასრულდება და შესაძლებლობა გვექნება, მოქალაქეებს იმ საბოლოო კონფიგურაციის შესახებ ვუთხრათ, რომლითაც ლელო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. 

მათ შორის, მოლაპარაკებები გვაქვს დროასთან, გირჩი-მეტი თავისუფლებასთან და ახალთან. კომუნიკაცია შემდგარია და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს, უახლოეს მომავალში ვნახავთ.

თქვა პარტია ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

კომენტარები