აშშ-საქართველო

ჯონ ბასი: ივანიშვილს ქართველი ხალხის ოცნებები და მისწრაფებები მძევლად ჰყავს აყვანილი

ჯონ ბასი  
Getty Images

აშშ-ს პოლიტიკური საკითხების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯონ ბასმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და რუსულ კანონზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის ოცნებები და მისწრაფებები მძევლად ჰყავს აყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის კორესპონდენტი ალექს რაუფოღუ ავრცელებს

"შემაწუხებელი და დამამწუხრებელია იმის ხილვა, რომ ქართველი ხალხის ოცნებები და მისწრაფებები მძევლად ჰყავს აყვანილი ერთ ინდივიდს: ბიძინა ივანიშვილს" - თქვა ჯონ ბასმა. 

ბასის თქმით, საქართველო NATO-ს წევრი გახდება, როდესაც მისი მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა წევრობის ვალდებულებების შესრულებისთვის, მათ შორის დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპების დაცვისთვის. ბასის თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში მისი ელჩობის შემდეგ დემოკრატიული მმართველობის პრინციპების დაცვას მოკავშირეები ვეღარ ხედავენ. 

კომენტარები