EU-საქართველო

ლუქსემბურგში ბორელი და ევროკავშირის საგარეო მინისტრები საქართველოს საკითხზე მსჯელობენ

ჯოზეფ ბორელი

24 ივნისს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მართავენ. დღის განსახილველ საკითხთა სიაშია საქართველოში მიმდინარე მოვლენებიც. 

რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ბორელმა შეხვედრის შესახებ თქვა, რომ ეს საქართველოს საკითხზე საორიენტაციო დებატი იქნება და არ მიიღებენ რამე კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ასევე ბორელმა დაადასტურა, რომ შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში მიიღონ გადაწყვეტილება შემზღუდველი ზომების შესახებ, როგორიც შეიძლება იყოს, მაღალი დონის შეხვედრების შემცირება, სამხედრო და სხვა ტიპის დახმარებების შეჩერება. 

კომენტარები