EU-საქართველო

EU საქართველოში სიტუაციის გართულების შემთხვევაში სანქციების დაწესებას განიხილავს - იოზვიაკი

EU

რადიო თავისუფლების ევროპის ოფისის უფროსი რიკარდ იოზვიაკმა ევროკავშირის მიერ წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე რეაგირების სცენარებია განხილული

იოზვიაკის მიხედვით, მოკლევადიან პერსპექტივაში დაფინანსების შეჩერება და მაღალი დონის შეხვედრების გაუქმებაა განხილული. სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში, ინდივიდუალური სანქციები, სამხედრო დახმარების შეჩერება და დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების შეზღუდვაა განსაზღვრული. რაც შეეხება საქართველოში მდგომარეობის სერიოზული გაუარესების შემთხვევას, იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის გეგმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას გულისხმობს. 

კომენტარები