რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: საჰაერო ძალებმა რუსულ მართვის პუნქტზე იერიში მიიტანა

RBC

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს მოტომსროლელი პოლკის მართვის პუნქტზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

გენშტაბის თქმით, საჰაერო ძალები შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით მუშაობდნენ.

მართვის პუნქტი ბელგოროდის ოლქის დასახლება ნეხოტეევკაში მდებარეობს.

"საბრძოლო სამუშაოების შედეგად დაფიქსირებულია რამდენიმე აფეთქება. მიზანზე წარმატებით არის იერიში მიტანილი". – წერია შტაბის განცხადებაში.

მართვის პუნქტი შტაბთან არსებული სპეციალურად მომზადებული და აღჭურვილი სამხედრო ობიექტია, საიდანაც მართვის ორგანოები (ოფიცრები) ჯარსა და ტექნიკას ხელმძღვანელობენ.

ამ ეტაპზე ინფორმაცია მოკლული რუსი ოფიცრების შესახებ არ დადასტურებულა.

კომენტარები