9 ივნისს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ, ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივების სარგებლით დახმარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ბაიდენმა ჟურნალისტების შეკითხვას, რუსული აქტივების საკითხი თუ განიხილა მაკრონთან და თუ მიაღწიეს შეთანხმებას, უპასუხა: "დიახ და დიახ".
G7 და ევროკავშირი განიხილავენ, როგორ გამოიყენონ დასავლეთში გაყინული რუსული აქტივები, რომ უკრაინას დიდი წინასწარი სესხი და 2025 წლამდე საკმარისი დაფინანსება გადაეცეს.
გაყინული აქტივების მოგება წელიწადში 2.5-დან 3.5 მილიარდ ევროს უტოლდება, რაზეც ევროკავშირში ამბობენ, რომ ეს თანხები კონტრაქტით რუსეთს არ ეკუთვნის და, შესაბამისად, მისი გამოყენება შესაძლებელია.
რუსეთის თქმით, მისი გაყინული სახსრებიდან მიღებული მოგების ნებისმიერი მიზნით გადანაწილება ქურდობას უტოლდება.