ენტონი ბლინკენი

ბლინკენი: აშშ და EU ეძებენ გზებს $300 მლრდ-ის რუსული აქტივების უკრაინაში გადასატანად

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 
Alex Brandon/AP

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტეხასის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ აშშ და ევროკავშირი ეძებენ სამართლებრივ გზებს 300 მილიარდი აშშ დოლარის გაყინული რუსული აქტივების უკრაინაში გადასატანად

"ჩემი წარმოდგენით ასეა - რასაც აფუჭებ, იმისთვის უნდა გადაიხადო. რუსებმა ბევრი რამ გააფუჭეს და მათ ამისთვის რაღაც უნდა გადაიხადონ. ერთი გზა ამისთვის მათი გაყინული ანგარიშების გამოყენებაა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამის გასაკეთებლად სამართლებრივი საფუძველი გვაქვს. და როგორც ვთქვი, რადგან გაყინული რუსული აქტივების დიდი ნაწილი ევროპაშია, ევროპელებიც უნდა დარწმუნდნენ, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი რეალურია" - თქვა ენტონი ბლინკენმა. 

ბლინკენის თქმით საუბარია ევროპასა და აშშ-ში გაყინულ რუსულ აქტივებზე, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 300 მილიარდი აშშ დოლარია. 

ბლინკენმა ასევე დაამატა, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს იმის კეთებას უკრაინაში, რასაც აკეთებს და ამისთვის არ დაისჯება, ეს იქნება სიგნალი სხვა ქვეყნებისთვის, რომ გამოიყენონ აგრესია საგარეო პოლიტიკის იარაღად და ამით მსოფლიოს კონფლიქტების პანდორას ყუთი გაიხსნება.  

კომენტარები