ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან საზოგადოებას მკაფიო პოლიტიკურ სიცხადეს, ვის შორისაა არჩევანი: ეს ერთი მხრივ არის რუსეთი და მეორე მხრივ კოალიციური პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც დახუნძლულია ვალდებულებებით. ეს ჩვენ მოგვცემს საშუალებას, დავაბრუნოთ სამართლიანი არჩევნები, რადგან ეს არჩევნები არ იქნება სამართლიანი და საზოგადოებას ვერ ექნება სიმშვიდე, რომ აირჩევენ იმ მრავალფეროვან კომბინაციას, რაც ქართულ რეალობას ასახავს. მეორეა ევროპული დღისწესრიგის დაძვრა იმ ჩიხიდან, რაც ქართულმა ოცნებამ შექმნა. მესამეა რეფორმები, რომლებიც დაასრულებს საბჭოთა კავშირს ჩვენ ქვეყანაში. ეს გულისხმობს სასამართლოსა და პოლიტიკური პოლიცია, რის გამოც ჩვენ უკვე ათწლეულებია წრეზე დავდივართ. მეოთხე, ეს არის ერთობის დემონსტრირება. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ განსხვავებების მიუხედავად, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ხალხის ინტერესების გარშემო კოალიციური მუშაობისა და შეთანხმების მინიმალური უნარი. ამიტომ, ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ დოკუმენტს და ყველანაირი დათქმების გარეშე ვაწერთ ხელს და ვიღებთ მისი ზედმიწევნით შესრულების ვალდებულებას.
არჩევნები 2024
ხოშტარია ქარტიაზე: დათქმების გარეშე ვაწერთ ხელს და ვიღებთ მისი შესრულების ვალდებულებას
tbl.ge/6sz4
დაკოპირდა

დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარდგენილ "ქართულ ქარტიას" ხელი მოაწერა.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




