რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლავროვი რუბიოს განცხადებას "არც ისე ელეგანტურს" უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ აშშ-ს როლი რუსეთ-უკრაინის ომის საკითხში მეტ "სიცხადეს" საჭიროებს და რუბიოს სიტყვებს "არც ისე ელეგანტურს" უწოდებს.

"რა თქმა უნდა, მთელი ეს სიტუაცია გარკვევას საჭიროებს. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება: აშშ-ის წინადადებები ალასკაში განიხილეს და რუსულმა მხარემ ისინი მიიღო," - აცხადებს ლავროვი.

ლავროვმა რუბიოს სიტყვებს "არც ისე ელეგანტური" უწოდა.

"თუ ერთი მხარე, ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები, წარადგენს თავის წინადადებებს მოგვარების შესახებ, თუ როგორ მივუდგეთ ამ კრიზისს და მეორე მხარე ეთანხმება ამ წინადადებებს, მაშინ იმის თქმა, რომ შეთანხმება არ ყოფილა, არც ისე ელეგანტურია," - თქვა ლავროვმა.

ცნობისთვის, აქამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ 2025 წლის ზაფხულში, ანკორიჯში, რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმება "მხოლოდ წინადადება და არა შეთანხმება" იყო.

 

კომენტარები